პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტს უახლოესი ერთი თვე არ განიხილავს.
პაკეტის განხილვის ვადის გადაწევა ისევ უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის ინიციატივა იყო. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ახალი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთაც ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა, მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება და იგი რეალურად არის სასიკვდილო შხამი და რამდენიმე საათში კლავს.
ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო განგაშის ზარებია შემოსაკრავი. ბოლო რამდენიმე დღეში უცნობი ნარკოტიკული ნივთიერებით 4 ადამიანი გარდაიცვალა.