აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას იტალიელი სპეციალისტები ეცნობიან. შტაბის წარმომადგენლებმა მათ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, მოქმედი მონიტორინგის სისტემა და ტექნიკური შესაძლებლობები გააცნეს, რომლებიც წელს მავნებლის საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული.
ტურინის უნივერსიტეტის პროფესორები ფაროსანას მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში სწავლებას ატარებენ.