"ნატურალური პროდუქციის რეალიზაცია რთულია" - ქალები სოფლიდან

04 მაისი 2018, 00:00 2848 ნახვა

46 წელის ნანული ბათაძე 23 წელია ფუტკარს აშენებს და ნატურალურ თაფლს აწარმოებს.

 თაფლს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. ყვება, რომ რეალიზაცია უჭირს. 

აკეთებს სანთლებსაც, მოთხოვნის შემთხვევაში ფუტკრის რძესაც ამზადებს და  თაფლის არაყს ხდის.

ფუტკარი ხის მასალისგან დამზადებულ მძიმეწონიან სკებში  ყავს დაბინავებული. თანამდროვე სკების შეძენა, როგორც ამბობს, ორი წლის წინ სოფლის მეურნეობის თანადაფინანსების პროგრამით სურდა, თუმცა ფასის გამო ვერ შეძლო.

ტრადიციის გაგრძელების სურვილს მაინც არ კარგავს, მოტივაცია კი, როგორც თავად გვიყვება წლიდან-წლამდე უქრება. ის სახელმწიფოს ხელშეწყობას სთხოვს. 

ნანული ბათაძე მთაში იალაღებზე წასასვლელად ემზადება, სადაც ფუტკრის ოჯახებს შემოდგომამდე დააბინავებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი