ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს ერთი მოქალაქე დაშავდა.
ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით კაცი კონტაქტური იყო, თუმცა მას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.