დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა დაიწყო

30 აპრილი 2018, 00:00 2166 ნახვა

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები დაიწყო. მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიურ წამლობა ამ ეტაპზე ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშის,  ლანჩხუთის,  ვანის, სამტრედიის მუნიციპალიტეტების სოფლებში მიმდინარეობს. ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა  მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, წამლობის დასრულებამდე სკებიდან ფუტკარი არ გამოუშვან. 
 

ამავე კატეგორიაში