ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - ''ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდება ნატოს წევრი''

23 აპრილი 2018, 00:00 1791 ნახვა

ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდება ნატოს წევრი, მანამდე კი უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ  ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე განაცხადა.

 ‘’საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება არის ევროპის უსაფრთხოების ნაწილი, რაც აქ მოხდება, აუცილებლად აისახება ევროპაზე, გვინდა ვიხილოთ ეს რეგიონი, როგორც თავისუფალი განვითარების რეგიონი. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ გაუგებრობის ფონზე, რომელიც რეგიონშია, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები, ანექსირებულია ყირიმი, რთულია ვითარება უკრაინაში, რუსეთი ბრძოლობს, რომ გაიმყაროს პოზიციები სირიაში, სადაც პირდაპირ მუშაობს ასადის რეჟიმთან. ალიანსის წინაშე დგას დიდი ამოცანა, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შენარჩუნების თვალსაზრისით“,- განაცხადა პაოლო ალიმ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის არაჩვეულებრივი მაგალითია.

„ეს ინტეგრაცია არის ტრანსფორმაციის საშუალება – დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების გარანტი ვიცით, რამდენად მონდომებულია საქართველოს, რომ მიაღწიოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ნატომ, ევროკავშირმა და საქართველომ ერთად უნდა იზრუნონ, რომ შეინარჩუნონ ეს დინამიკა“,- აღნიშნა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

პაოლო ალის თქმით, 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს ნატომ მტკიცედ და ოპერატიულად განახორციელა რეაგირება და შესაბამისად, ჩამოყალიბდა ნატო-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეა.

„ჩვენ აღვნიშნავთ 10 წლის თანამშრომლობას და საპარლამენტო თანამშრომლობა გახდა ურთიერთობის მთავარი ნაწილი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავაღრმაოთ ეს ინტეგრაცია. 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს ნატომ მტკიცედ და ოპერატიულად განახორციელა რეაგირება და შესაბამისად ჩამოყალიბდა ნატო-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეა’’-აღნიშნა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა სემინარზე სიტყვით გამოსვლისას.

ბათუმში საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი  მიმდინარეობს. სემინარი 25 აპრილს დასრულდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი