ნატო-ს დღეების ფართოდ აღნიშვნის საკითხზე ისაუბრა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა. ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებებთან ერთად, არაერთ ღონისძიებას მართავს მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის. ნატო-ს დღეები საქართველოში 1-ელ მაისამდე გრძელდება.