სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

18 აპრილი 2018, 00:00 1768 ნახვა

სუს-ის ანგარიშში აბსოლუტურად სწორად არის გაკეთებული აქცენტი გამოწვევებზე, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, – მმართველი გუნდის წევრები უწყების ანგარიშს დადებითად აფასებს. რასაც არ ეთანხმება ოპოზიცია, რომელიც სუსს ანგარიშს უწუნებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში დეპუტატებმა თავად სუს-ის უფროსისგან მოისმინეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა ტერორიზმის, კორუფციის, მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ანალიტიკური საქმიანობა და საერთაშორისო თანამშრომლობა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი