შსს-მ პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე ძებნილი პირი სარფში დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, პიროვნებამ 11 მაისს კახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს მეორე განყოფილების პატრულ-ინსპექტორების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლისას დაზიანდა საპატრულო ეკიპაჟის ორი ავტომანქანა. პოლიციის არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.