,,ქართულ ოცნებაში” დაჯგუფებები არ არსებობს და არც საპარლამენტო უმრავლესობის დაშლაა მოსალოდნელი” - ირწმუნება პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე კი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტში ნამდვილად არის ჯგუფი, რომელსაც იგი ეყრდნობა.
კვლავ აქტუალურია შეკითხვა-დატოვებს თუ არა უმრავლესობას გედევან ფოფხაძე. ჯერ გადაწყვეტილება თავად ფოფხაძეს არ მიუღია.
კობახიძის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება, სადაც “ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ თითოეულ განცხადებას განიხილავენ.