არის თუ არა დაპირისპირება “ქართულ ოცნებაში” – შეფასებები პარლამენტში დღესაც გაკეთდა. უმრავლესობის ნაწილი პროცესს დემოკრატიულს უწოდებს და უმრავლესობის გაყოფას გამორიცხავენ.
შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ აზრთა სხვადასხვაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით აირჩია.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა დეპუტატ გედევან ფოფხაძისთვის, რომელმაც იმავე დღეს განაცხადა, რომ დატოვებდა როგორც უმრავლესობას, ასევე ყველა პარტიულ თუ საპარლამენტო თანამდებობებს.