ტრაგედია ტყიბულში   

07 აპრილი 2018, 00:00 2048 ნახვა

5 აპრილს, გამთენიისას, ტყიბულის შახტაში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ, ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა,   მათგან ყველაზე უმცროსი 25 წლის იყო, უფროსი კი - 59-ის. სამი დაშავებული, მკურნალობას ამ დრომდე გადის. მინდელის სახელობის შახტაში, კომპანია „საქნახშირის“ ოფიციალური განმარტებით, ნახშირმომპოვებელ უბანში სამთო დარტყმამ გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა გამოიწვია, ტრაგედია კი ჰაერის დარტყმითი ტალღის კაპიტალურ გვირაბში გავრცელების შედეგია. 

ახლა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია ჰაერის დარტყმა, მაშინ როდესაც,  სეისმურ სამსახურზე დაყრდობით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ინსპექტორები ამბობენ, რომ 5 აპრილს, გამთენიისას, მიწისძვრა არ დაფიქსირებულა. გამოძიების შედეგებს ელოდებიან, უფლებადამცველი ორგანიზაციები და ხელისუფლების წარმომადგენლები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი