სახალხო დამცველის ანგარიში

02 აპრილი 2018, 00:00 1729 ნახვა

ნინო ლომჯარიამ გასული წლის საქმიანობა შეაჯამა. ომბუდსმენმა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტსა,  ქვეყანაში ქალთა ძალადობის მიმართ არსებულ პრობლემებზე, საქართველოს პარლამენტს 2017 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა​.

მისი თქმით, 347-გვერდიან ანგარიშში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, მითითებულია სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც არღვევდნენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში