ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრები, ბათუმის მერის იმპიჩმენტს ითხოვენ. ''ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები აცხადებენ, რომ ლაშა კომახიძემ ქალაქის ცენტრში უკანონო მშენებლობის შეჩერება ვერ უზრუნველყო.
"დელფინარიუმთან მიმდინარეობს მშენებლობა ნებართვის გარეშე, აუცილებელია სპეციალური კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის ამ საკითხს. "მერიოტის" მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთან, დელფინარიუმთან რამდენიმე მეტრში მიმდინარეობს" - თქვეს ფრაქციის წევრებმა.
ბათუმის მერმა, ''მერიოტის'' მშენებლობასთან დაკავშირებით, განმარტებები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რამდენიმე კვირის წინ, გააკეთა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის პარკინგის მშენებლობა მიმდინარეობს და მასზე კომპანიას ნებართვა აქვს.
სასტუმროს მშენებლობის ნებართვა კი ჯერ არ არის გაცემული. ბათუმის დელფინარიუმთან მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მუშაობენ 24 საათის განმავლობაში.