ვინ რისთვის გამოიყენა, ან ვერ გამოიყენა შვეიცარიაში გამართული 43-ე რაუნდი? არშემდგარ მოლაპარაკებებს დღეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, თავიდანვე არასწორი იყო მოლოდინი, ნაწილი კი ხაზგასმით აღნიშნავს - საერთოდ არ იყო მიზანშეწონილი მსგავსი დოკუმენტის გაფორმება.
რუსეთის მცდელობა და პოლიტიკა – ოპოზიცია რუსულ ტონში საფრთხეებს ხედავს. ხელისუფლება კი პროცესს ოფიციალური მოსკოვის არაკონსტრუქციულობას უწოდებს.
რას შეუწყო, ან რას შეუშალა ხელი დისკუსიამდე პრემიერის მიერ გამოთქმულმა მზადყოფნამ და ტატუნაშვილი-ოთხოზორიას შესახებ მიღებულმა რეზოლუციამ.