სპორტი მთავარში

29 მარტი 2018, 00:00 1936 ნახვა

ბათუმში დასრულდა ევროპის  მე-19 ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში რომლის გამარჯვებული  ხორვატი ივან შარიჩი გახდა.  მან 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დაგროვა. შარიჩს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ მეორე და მესამე ადგილზე გასული პოლონელი.რადოსლავ ვოიტაშეკი და რუსი სანან სიუგიროვი. ქალთა ჩათვლაში მესამე საპრიზო ადგილზე მერი არაბიძე გავიდა. სულ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა 34 ქვეყნის 302 მოჭადრაკემ მიიღო , მათ შორის 32 საქართველოს წარმომადგენელი გახლდათ.ასპარეზობის საერთო საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენდა. უკვე ხვალ კი თბილისში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის. 

დღეს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 25-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, „ბათუმმა“ საკუთარ კედლებში ჩემპიონატის ლიდერი „ქუთაისი“ მიიღო და 9 ქულის სხვაობით 79:60 დაამარცხა. შეხვედრის ოთხივე პერიოდი ბათუმელთა აშკარა უპურატესობით მიმდინარეობდა, რაც საბოლოოდ ანგარიშზეც აისახა. ბათუმელთაგან ყველაზე შედეგიანი სპენსერ კოლინსი იყო, რომელმაც გუნდს 18 ქულა მოუტანა, მეტოქე გუნდიდან კი 19 ქულა ქუთაისის ლეგიონერმა  ჯონათან ლიმ გამოიმუშავა. ამ გამარჯვების შემდეგ, „ბათუმს“ 38 ქულა დაუგროვდა და პლეი-ოფში თამაში გაინაღდა. შეგახსნებთ მატჩი დისკვალიფიკაციის გამო ცარიელი ტრიბუნების ფონზე მიმდინარეობდა, საფუძველი სუპერლიგის 24-ე ტურში „ბათუმისა“ და თბილისი „დინამოს“ დაპირისპირების დროს, მსაჯსა და გულშემატკივარს შორის მომხდარი ინციდენტი გახდა, რის გამოც გუნდი ორმატჩიანი დისკვაფიკაციით და 3000 ლარიანი ფულადი ჯარიმით დაისაჯა. მომდევნო შეხვედრას ბათუმის საკალათბურთო კლუბი 2 აპრილს, სტუმრად „რუსთავის“ წინააღმდეგ გამართავს.

ხვალ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოს გრან პრი დაიწყება რომელშიც 184 მამაკაცი და 119 ქალი ძიუდოისტი იღებს მონაწილეობას. დღეს გამართულ კენჭისყრაზე გაირკვა სატურნირო ბადე, ტურნირის პირველ დღეს, ასპარეზობები მამაკაცების ორ  და ქალების სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლების კომპლექტი. პირველივე დღეს ტატამზე მრავლად გავლენ ქართველი ძიუდოისტები როგორც მამაკაცებს ასევე ქალებს შორის. ტრავმების გამო ნაკრებს ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი ვერ დაეხმარებიან. წინასწარი შეხვედრები ხვალ დილის 11:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი – 16:00 საათზე დაგეგმილი. თბილისის გრან პრი სამი დღე გაგრძელდება.

გუშინ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი ტური გაიმართა,ბოსტონ სელტიკსი იუტას ესტუმრა და ჯაზმენები 94:97 დაამარცხა და მათი მოგებების სერია შეწყვიტა,იუტას კაირი ირვინგის აყოფნამ ვერ უშველა და ისინი კვლავ დასავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ ბრძოლას, პლეი-ოფში გასასვლელად. ლებრონ ჯეიმსის ბრწყინვალე თამაშმა კი მორიგი გამარჯვება მოუტანა კლივლენდ კავალიერსს, ამჯერად მეფის გუნდმა, შარლოტი დაამარცხა 118:105, ჯეიმსის მონაგარი 41 ქულა 8 გადაცემა და 10 მოხსნაა ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტი ხვალ დილით მილუოკი ბაკსს უმასპინძლებს

დღეს ეროვნულ ლიგა 2 ში მე -4 ტურის ორი მატჩი გაიმართა, ცხინვალმა სამგურალს მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია, ასევე მასპინძელთა ერთბურთიანი გამარჯვებით დასრულდა გაგრასა და ნორჩი დინამოს შეხვედრა. ტურის დარჩენი სამი მატჩი ხვალ გაიმართება, მერანი შუქურას უმასპინძლებს, ბათუმის დინამო შევარდენს შეხვდება, თელავი კი ვით ჯორჯიას გაეჯიბრება, ამ მატჩს აჭარის ტელევიზიის მაყურებელი პირდაპპირ ეთერში 16:00 საათზე იხილავს. 

ამავე კატეგორიაში