ბათუმში  ღია სანიაღვრე არხში  ქალი ჩავარდა

29 მარტი 2018, 00:00 1812 ნახვა

დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სანიაღვრე არხში ჩავარდა სტაბილურია. მედიკოსების ინფორმაციით,  19 წლის ახალგაზრდას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუდგინდა. ასევე აღენიშნება დაზიანებები სახის არეში. დაშავებული ჰყვება, რომ იგი მეუღლესთან ერთად გუშინ დაახლოებით 21 საათზე აეროპორტის გზატკეცილზე ქვეითად გადაადგილდებოდა.

ტროტუარზე გავლა გაჩერებული მანქანის გამო ვერ შეძლო, რის გამოც სიბნელეში ღია სანიაღვრე არხი ვერ დაინახა და ჩავარდა.  

დაშავებული პასუხისმგებლობას ქალაქის თვითმმართველობას აკისრებს.

მერიამ შპს ''ბათუმის წყალში'' გადაგვამისამართა. აქ აცხადებენ, რომ პრობლემის შესწავლისა და მისი მოგვარების  მიზნით მუშაობას დღეიდან დაიწყებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი