ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი დასრულდა

28 მარტი 2018, 00:00 2308 ნახვა

ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი დასრულდა. ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით მხარეები ვერც ამჯერად შეთანხმდნენ. ერთ-ერთმა პირველმა ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

გრიგორი კარასინი დისკუსიის ფორმატის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს. საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრის მოადგილე კი აცხადებს რომ ამ საკითხზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. დავით დონდუა ამბობს, რომ რუსეთი არც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა კონსტრუქციული. ცნობილია რომ ყველა ფორმატის შეხვედრისას მთავარი განსახილველი თემა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფა იყო.

ქართული მხარის განცხადებით, ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დე ფაქტო ხელისუფლებისგან შინაარსიანი ვერაფერი მოისმინა. მთელი დღეა საქართველოს წარმომადგენლები აქცენტს აკეთებენ რუსეთის მცდელობაზე, კონფლიქტის მხარეებად წარმოაჩინოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. მთავრობები, რაც საქართველოსთვის მიუღებელია. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი