პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

23 მარტი 2018, 00:00 2109 ნახვა

კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო კვოტირების საკითხია. გადაწყვიტა, რომ დროებითი კვოტირების  მექანიზმი არ სჭირდება,  მიუხედავად იმისა რომ პროექტს მხარს უჭერს 118 არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

საკითხი პირველ მოსმენაზე ჩავარდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში გვაქვს ისეთი თვითმმართველობები სადაც დეპუტატი ქალები საერთოდ არ არიან წარმოდგენილი, მინისტრებს შორისაც დიდია სქესთა დისბალანსი, ასევეა პარლამენტიც. საგანგაშოა გლობალური ინდექსის მონაცემებიც, საქართველო 144 ქვეყანას შორის 114-ე ადგილს იკავებს.

რა იყო კანონპროექტის არსი და რა პოზიციები დააფიქსირეს კენჭისყრის შემდეგ დეპუტატებმა? რატომ არ დაუჭირეს მხარი დროებითი მექანიზმის შემოღებას?

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი