‘’პარტიორთა ალიანსის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ, პარლამენტის თავმჯდომარეს უწიფარი უწოდა და მისი იმპიჩმენტი მოითხოვა.
დაპირისპირება კონსტიტუციის განხილვას და ქართული ენის შესახებ ჩანაწერს ეხებოდა. დეპუტატი ამბობდა, რომ სახელმწიფო ენად აფხაზურის მითითებაც და ამის დაზუსტება, უფრო მართებული იქნებოდა.
‘’აფხაზური ენა ამ მუხლიდან ამოიღეთ. არგუმენტი თუ რატომ არ გინდათ რედაქციის გაკეთება სამარცხვინოა. ამის გახმოვანებაც კი არ მსურს. იცით რატომ? იმიტომ, რომ ეს ჩემი სამშობლოცაა და არ მინდა ის დავაზიანო. საფუძველი მაქვს დიდი უნდობლობა გამოგიცხადოთ და საერთოდ იმპიჩმენტის პროცედურა დავიწყო, ‘’ - თქვა მარშანიამ სხდომაზე და იქვე ‘’ქართული ოცნების’’ დეპუტატებსაც მიმართა: ‘’დაიცავით კბილებით თქვენი უწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე, ძალიან ადრეა მისთვის ეს თანამდებობა.''
ადა მარშანიას მიკროფონი, ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის მითითებით გაუთიშეს.
ოპოზიციონერ დეპუტატს ირაკლი კობახიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვა ‘’ქართულ ოცნებას’’ ‘’პატრიოტთა ალიანსზე’’ უკეთ ესმის.
‘’ქალბატონ ადას ვერ დავუმტკიცეთ, რომ ქართულ ენაზე გამართულად არის დაწერილი კონკრეტული ტექსტი. სამწუხაროდ ეს ვერ გავაგებინეთ. მთლიანად ‘’პატრიოტთა ალიანს’’ მივმართავ, დამერწმუნეთ ჩვენ ბევრად უკეთესად გვესმის ეროვნული ინტერესები, ვიდრე თქვენ, ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ'' - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.