ლიბიაში დაკავებული სამი მეზღვაურიდან ერთი გაათავისუფლეს

14 მარტი 2018, 00:00 4522 ნახვა

ლიბიაში დაკავებული მეზღვაური ნუკრი ხოხბა საქართველოშია. პატირობაში ამ დრომდე ორი პირი - გემის კაპიტანი და მისი თანაშემწე რჩება, ორივე საქართველოს მოქალაქეა.

"ყველას საზღვრის უკანონო კვეთას და ტვირთის უკანონოდ აღებას გვედავებოდნენ, საუბარია 9-10 ტონა ნავთობზე. ბრალდებას არ ვეთანხმებით, საზღვრის კვეთის შეზღუდვა არ გქვონდა არც წიგნაკში და არც რუკებზე" - განაცხადა გათავისუფლებულმა მეზღვაურმა. 

სასამართლო პროცესები ლიბიაში გრძელდება. ნუკრი ხოხბა კი ლიბიის პროკურატურამ იმ მოტივით გაათავისუფლა, რომ არ ქონდათ მტკიცებულება, მისი, როგორც ეკიპაჟის რიგითი წევრის უკანონო ქმედებაში ჩართულობის შესახებ.

"ჩემი და იქ მყოფების მოთხოვნაა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები  ჩავიდნენ ადგილზე და ადვოკატის ქმედებები გააკონტროლონ. თუ არავინ ჩავა ლიბიაში, უსასრულოდ გაგრძელდება გამოძიება, თვეში ერთხელ მივყავდით და ერთსა და იმავეს გვეკითხებოდნენ სამართალდამცველები, ამასთან თარჯიმანი ხშირად არასწორად თარგმნიდა,"- ყვება ნუკრი ხოხბა

ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი 2017 წლის აგვისტოში დააკავეს. დაკავებული მეზღვაურებიდან სამი ქართველი იყო. მათ პატიმრობა შეუფარდეს. ლიბიაში დარჩენილ ქართველ მეზღვაურებს საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და კონტრაბანდას ედავებიან

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი