ბათუმში გაზაფხულის შემოსვლას მარტივად იგრძნობთ. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თითქმის ყველა ქუჩაზე შეხვდებით ყვავილებით მოვაჭრეებს, ან ყვავილებით ხელში მიმავალ ადამიანებს.
მარტის პირველ კვირაში, ორ დღესასწაულს აღნიშნავენ. სამი მარტი დედის, ხოლო 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა.
8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოშიც დღემდე რჩება.
8 მარტი კაცების მხრიდან ქალებისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოხატვის დღედ იქცა.
ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა სათავეს შეერთებული შტატებიდან იღებს, როდესაც 1908 წლის 8 მარტს, გაუსაძლისი შრომითი პირობების გასაპროტესტებლად, ქუჩაში ათასობით ქალი გამოვიდა.
წვიმიანი და ნოსტალგიური 8 მარტი...