ვულკანიზაციაში დაშავებული ბიჭი გარდაიცვალა

07 მარტი 2018, 00:00 8661 ნახვა

ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ხელვაჩაურში, ერთ-ერთ ვულკანიზაციაში რამდენიმე დღის წინ დაშავდა, კლინიკა ''მედინაში'' დღეს გარდაიცვალა.

ოჯახის წევრები ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებასთან არიან შეკრებილები, ისინი ცხედარის გაკვეთაზე უარს აცხადებენ. ამბობენ რომ სპეციალისტებს ამის უფლებას არ მისცემენ.

‘’მედინაში’’ განმარტავენ, რომ კანონის შესაბამისად მოქმედებენ. გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად გაკვეთა აუცილებელია. პროცედურა კი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდება.

კლინიკასთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

მრავლობითი მოტეხილობები, სხეულის დაჟეჟილობა და ტვინის შერყევა - ახალგაზრდა მამაკაცმა ეს დაზიანებები საბურავის გახეთქვის შედეგად მიიღო. უბედური შემთხვევა ხელვაჩაურში, 27 თებერვალს მოხდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი