''აჭარის ახალ კონსტიტუციას არ გავაპრავებთ'' - ენმ ბოიკოტი

06 მარტი 2018, 00:00 2133 ნახვა

აჭარის კონსტიტუციის კანონპროექტის კენჭისყრაში "ნაციონალური მოძროაბის" წევრები არ მიიღებენ მონაწილეობას. დეპუტატებმა სხდომა უკვე დატოვეს. დეპუტატმა გია აბულაძემ განაცხადა, რომ ეს არის კონსტიტუციის ცუდი ვერსია, სადაც რეგიონის უფლებამოსილებები სუსტდება.

"ბოიკოტს ვუცხადებთ და არ გავაპრავებთ ამ კონსტიტუციას, ჩვენ ვტოვებთ სხდომას" - განაცხადა გია აბულაძემ და კოლეგებთან ერთად  დარბაზი დატოვა.

ერთიან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს რეპლიკით უპასუხა მმართველი გუნდის დეპუტატმა ნინო ჩხეტიამ, მისი განმარტებით მანამდე არსებული კონსტიტუცია აჭარის ყოფილ თავმჯდომარეზე, ლევან ვარშალომიძეზე იყო მორგებული. 

აჭარის კონსტიტუციის ახალი ვერსიის საჯარო განხილვები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, დღეს უმაღლესმა საბჭომ ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განიხილოს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი