პრემიერი: "სავარაუდოდ ამ კვირაში ტატუნაშვილის ცხედარს საქართველოს კონტროლირებად ტერიოტორიაზე გადმოასვენებენ"

06 მარტი 2018, 00:00 2110 ნახვა

პრემიერ მინისტრის განცხადებით, კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს არჩილ ტატუნასვილის ცხედრის გადმოსვენება. გიორგი კვირიკაშვილის  განმარტებით, „სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა რჩებიან ამ დრომდე.“.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საუბარი შეეხო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის მიზნით, შემაკავებელი ორდერის გამოწერას, ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვის პროცედურების გამარტივებას. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა წარადგინა. საუბარი შეეხო საქართველში მოქალაქეების მხრიდან  ევროკავშირში სხვადასხვა გვარით შესვლასაც. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებებით, გვარის შეცვლის პროცედურა გარკვეულწილად რთულდება.

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომერციული ატაშეების შესარჩევად კონკურსს იწყებს. პრემიერის განცხადბებით, ეს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების კუთხით მთავრობის კომპლექსური გეგმის ნაწილია, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება. ამ ეტაპზე შერჩეულია 6 საპილოტე ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ჩინეთი.

საქართველოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი სტუმრობს.  პრემიერის ინფორმაციით, საექსპერტო ჯგუფი შეაფასებს დღევანდელ მდგომარეობას, თუ რა მიმართულებებითაა საჭირო განვითარება. დღეს სხდომაზე სივრცითი განვითარების გეგმაზეც ისაუბრებს. აღინიშნა, რომ ეს საკითხი არის სამთავრობო გეგმის ერთ ერთი მთავარი მიმართულებაა, ბაკურიანს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა სულ მალე ექნება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წლების განმავლობაში ბაკურიანში მიმდინარე უსისტემო მშენებლობამ გამოიწვია, როგორც გარეგნული იერსახის დაზიანება, ასევე ტყის ფონდის განადგურება.

იმერეთის რეგიონში სპეციალური აგროზონა შეიქმნება, რომელშიც, საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელებით, დაახლოებით, 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, პროექტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს,სასათბურე მეურნეობების განვითარებას და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას გულისხმობს. გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა საქართველოში ორი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაზე, რომელთაგან ერთი, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეორე კი –რუსთავთან ახლოს აშენდება.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი