აჭარის უმაღლეს საბჭოს საგაზაფხულო სესია, ცხინვალში მოკლული სამხედროს, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის საპატივცემულოდ, წუთიერი დუმილით გაიხსნა.
"არ გვაქვს საშუალება ღირსეულად დავიტიროთ ჩვენი მოქალაქე, რადგან ცხედარი არ არის ჩამოსვენებული. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა თქვა ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მალე მოხდეს ცხედრის გადმოსვნება" - განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.
დეპუტატმა დავით ბაციკაძემ კოლეგებს მოუწოდა, ტატუნაშილის საკითხზე აჭარის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებლად მიიღოს რეზოლუცია, რომელზეც საქართველოს პარლამენტი უკვე მსჯელობს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ამბობს, რომ რეზოლუცია უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ შეფასებას, არამედ უნდა ქონდეს მკვეთრი ეფექტი და მას ხელი ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს.
„ნაციონალური მოძრაობა“ კი რეზოლუციაში რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე კონსულტაციების დაწყებას ითხოვს.
არჩილ ტატუნაშვილის 22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხივნალი ცხედრის გადმოცემაზე უარს აცხადებს.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი - ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ.