მიმდინარე სასესიო კვირაში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ პარლამენტი რეზოლუციას მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობა რეზოლუციის პროექტს ამ წუთებში ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
დოკუმენტით საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს გმობს და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა საპარლამენტო უმცირესობამაც.