რეორგანიზაცია ბათუმის მერიაში - ლაშა კომახიძის ბრიფინგი

02 მარტი 2018, 00:00 2618 ნახვა

ბათუმის მერიაში რეორგანიზაცია დასკვნით ეტაპს უახლოვდება. სამსახურების გაერთიანებისა და ერთ-ერთის გაუქმების შედეგად დაკავებული პოზიციიდან სულ 101 თანამშრომელი თავისუფლდება.

დღეს გახდა ცნობილი რომ უქმდება ზედამხედველობის სამსახური. ბათუმის მერის ლაშა კომახიძის განცხადებით ფუნქციები  მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურში გადავა, სადაც განყოფილება შეიქმნება.

აღარ იარსებებს მერიის რწმუნებულების პოზიცია, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეთა მომსახურების სააგენტო ჩამოყალიბდება. ჩნდება კიდევ ერთი ახალი მიმართულება – მუნიციპალური პოლიტიკის სამსახური.

არცერთი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს აღარ ეყოლება მოადგილე, ბათუმის მერს კი კიდევ ერთი მოადგილის დანიშვნის უფლება მიეცემა. სტრუქტურული ცვლილებები ძალაში მას შემდეგ შევა რაც მას მხარს საკრებულო დაუჭერს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი