მედიკამენტების ხელმისაწვდომობა

28 თებერვალი 2018, 00:00 2191 ნახვა

სხვადასხვა მედიკამენტზე ფასი საშუალოდ 19 პროცენტითაა გაზრდილი – ეს გასული წლის სტატისტიკური მონაცემია.  სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად დგინდება, რომ საქართველოში მედიკამენტებზე ფასნამატმა ორჯერ გადააჭარბა ევროპის ქვეყნებისას.

ეკონომისტები მონოპოლიასა და არამდგრად ეკონომიკაზე ამახვილებენ ყურადღებას. როგორ უნდა დაარეგულიროს საკითხი სახელმწიფომ? ამჟამად ჯანდაცვის სამინისტრო უფასო მედიკამენტების პროგრამას ახორციელებს, გამოყოფილი თანხის ათვისება გასულ წელს, არაინფორმირებულობის გამო უწყებამ ვერ შეძლო, წელს კი ბენეფიციარებისა და ქრონიკული დაავადებებისთვის განკუთვნილი უფასო წამლების სია გაზარდა და აქტიური კამპანიაც დაიწყო.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი