დეფაქტო ცხინვალში დაკავებული 2 ქართველი გაათავისუფლეს

24 თებერვალი 2018, 00:00 1852 ნახვა

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ისინი ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის საოკუპაციო ძალებს და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის პროცესში არ შეუქმნას რაიმე ტიპის ხელოვნური ბარიერი.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე კი ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის უზრუნველსაყოფად, სახალხო დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს.

ომბუდსმენის განცხადების თანახმად, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ მოქალაქის სიცოცხლის სავარაუდო უფლების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას.

საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე მკვეთრ რეაგირებას ითხოვს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აღნიშნავს,რომ ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს.

არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას ყოვლად ამაზრზენი მკვლელობა უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ აუცილებელია ამ ტრაგედიის პარალელურად დადგინდეს სიმართლე, რაც უდანაშაულო ადამიანების მკვლელობასთან დაკავშირებით ოკუპირებულ რეგიონებში ხდება.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი