ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანი ქუჩების კვეთაში. ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
ავარიის დროს ერთი მოქალაქე დაშავდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფება. მედიკოსებს ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ექიმების თქმით, ქალი კონტაქტური იყო, მას დაზიანებები მიღებული აქვს ხელისა და თავის არეში.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.
თვითმხილველების თქმით, ქალმა მოძრაობის წესები დაარღვია და გზის გადაკვეთისას ავტომანქანას გადაურბინა.