1979-89 წლებში ავღანეთში დაღუპული 128 ქართველი სამხედროს ხსოვნის საღამო გაიმართა „არმიჰოლ“-ში. გასული საუკუნის 80-იან წლებში საომარი მოქმედებების დროს 128 ქართველი დაიღუპა 6 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ღონისძიების დაწყებამდე გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ხსოვნის საღამოზე ქართული ესტრადის წარმომადგენლები და ასევე სპეციალური მუსიკალური ნომრით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრი წარსდგა.