დოდო გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვაზე რეანომობილით მიიყვანეს. ნოდარ გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. შვილის დაკრძალვის შემდეგ, დოდო გუგეშაშვილი კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს, მათ უცნობი პირი თავს საცხოვრებელ ბინაში დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. დოდო გუგეშაშვილის შვილი ადგილზევე გარდაიცვალა, თავად გუგეშაშვილი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.