მაუწყებლობის შესახებ კანონი - განხილვა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში

14 თებერვალი 2018, 00:00 2033 ნახვა

ორად გაყოფილმა, თუმცა ერთადერთმა კომიტეტმა რომელიც თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებს, პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით დღეს გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

მოტივირებული შენიშვნების განხილვა პარლამენტში დაწყებულია, პარალელურად კვირის ბოლომდე პარლამენტის თავმჯდომარე მედია-მენეჯერებთან მორიგი შეხვედრის გამართვას გეგმავს. როგორც იცით კერძო მედია ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს. პროცესში არ იყო ჩართული და საფრთხეებს ხედავს ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი