შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსს შეხვდა

13 თებერვალი 2018, 00:00 1670 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ და სელამი ალთინოქსმა შეხვედრაზე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგის, ტერორიზმის, ორგანიზებული და სხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.

მხარეებმა, ასევე ისაუბრეს ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე და სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.


 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი