ფრაქცია ''ნაციონალური მოძრაობის''თავმჯდომარის მიმართ შესაძლოა სანქციები ამოქმედდეს

08 თებერვალი 2018, 00:00 2338 ნახვა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არღვევს კანონს და  კერძო საადვოკატო საქმიანობას ეწევა- აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე.  თებიძე არ გამორიცხავს რომ საკრებულოს წევრზე სანქცია  ამოქმედდეს. კონკრეტულად რა სანქცია საკრებულოს თავმჯდომარე არ აკონკრეტებს.  საკითხზე კონსულტაციების გავალს იურისტებთან აპირებს. თებიძის ინფორმააცით, რამდენიმე კვირის წინ მირდატ ქამადაძე ქუთაისში სააპელაციო სასამართლოში კონკრეტული პირის ინტერსებს იცავდა. რაც მისი თქმით, საჯარო დაწესებულებებში ინტერსთა შეუთავსებულობისა და კორუფციის შესახებ კანონს  არღვევს. მოუწოდებს საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოში დარჩენის ან კერძო სექტორში საქმიანობის გაგრძელების.

თავად მირდატ ქამადაძე  ადასტურებს, რომ ის პაატა აციბას სააპელაციო სასამართლოში ანაზღაურების გარეშე იცავდა, შესაბამისად მას კანონი არ დაურღვევია. დეპუტატიოს თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს იურიდიულ აპარატს მან თავად მიაწოდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი