პრეზიდენტმა გერმანიაში ვიზიტი შეაჯამა

01 ივლისი 2016, 00:00 2155 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის პატივსაცემად ბერლინში, ბელვიუს სასახლეში ოფიცილური დახვედრის ცერემონია გაიმართა. რომლის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი გერმანელ კოლეგას იოახიმ გაუკის ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვდა. პრეზიდენტების შეხვედრისას საუბარი შეეხო სახელმწიფოებს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სავაჭრო, ტურისტულ და ჰუმანიტარული თანამშრომლობის პოტენციალის განვითარებას. საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიაში ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ვიზიტი ორიენტირებულია მომავალზე და საქართველო-გერმანიის ინტენსიურ თანამშრომლობაზე.

ამავე კატეგორიაში