“ქობულეთის პანსიონის საქმეზე” მუსლიმები სტრასბურგში დავას იწყებენ. განცხადება ადამაინის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა 7 მუსლიმისა და ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ სახელით შეიტანა. განმცხადებლები სასამართლოში ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის სავარაუდო დარღვევაზე მიუთითებენ. მათ შორისაა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, რელიგიის თავისუფლება და განათლების უფლება.
ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობისა და დისკრიმინაციული დევნის გამო უკვე სამ წელზე მეტია რაც მუსლიმი თემი ვერ ახერხებს ქობულეთში პანსიონის გახსნას. კარზე მიკრული ღორის თავი და მოვლენები რომლებიც 2014 წელს რამდენიმე კვირის განმავლობაში ქობულეთში ვითარდებოდა