პრემიების, ანუ ამიერიდან ფულადი ჯილდოების და დანამატების გაცემის შემთხვევაში, ადგილობრივ თვითმმართველობებს შესაბამისი დასაბუთება მოუხდებათ. კანონში შესული ცვლილების შესაბამისად, ახალი სახელფასო და საშტატო ნუსხა დაამტკიცეს დღეს საკრებულოებმა.
თანამდებობის პირების და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო ახალი სისტემით, ფაქტობრივად აქამდე არსებულ სარგოს დამატებული დანამატია. სახელფასო ფონდი არ იცვლება ბათუმის თვითმმართველობისთვის. ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატებმა ასევე, მერიის ორი ა(ა)იპი გააუქმეს, უფრო ზუსტად კი სხვას მიუერთეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მერიასთან არსებულ ე.წ. ზონალურ საბჭოს ეხება.
ამიერიდან სპეციალური კომისიის ნაცვლად, კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის Aშესახებ გადაწყვეტილებას მერი არქიტექტურის სამსახურის დასკვნის საფუძველზე მიიღებს.