პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში

29 ივნისი 2016, 00:00 4058 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით  გერმანიაში იმყოფება. დღეს გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა კონრად ადენაუერის ფონდში, თემაზე "საქართველოს ევროპული გზა," რის შემდეგაც მოწვეული სტუმრების შეკითხვებს უპასუხებს. პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ხვალ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, იოახიმ გაუკის შეხვდება, შემდეგ პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგის და ბუნდესრატის პრეზიდენტებთან.

ამავე კატეგორიაში