აჭარის რეკლამირება დიდ ბრიტანეთში დაიწყება - ტურიზმის სტრატეგია 2018 

02 იანვარი 2018, 00:00 2899 ნახვა

2018 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურისტული მიმართულებით კონკრეტული სტრატეგიის შემუშავებას გეგმავს. უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, რეგიონის პოპულარიზაცია კვლავ მოხდება საერთაშორისო გამოფენებზე. 2018 წელს, აჭარის რეკლამირება დიდ ბრიტანეთში დაიწყება.

ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში განახორციელებს. მათ შორის ისეთ ევროპულ ქვეყნებში როგორებიცაა გერმანია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი. 2018 წლისთვის, ბიუჯეტიდან ქვეყნის გარეთ რეგიონის პოპულარიზაციისთვის 5 მილიონ  830 ათასი ლარი დაიხარჯება. გასულ წელს  აჭარა წარდგენილი იყო 24 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი