ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ინფორმაციას საახალწლო ხუმრობას უწოდებს

29 დეკემბერი 2017, 00:00 7331 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას რეგიონის მმართველის პოსტზე ლევან დიასამიძე ჩაანაცვლებს საახალწლო ხუმრობას უწოდებს. ზურაბ პატარაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

რეგიონის პირველი პირი ამბობს, რომ ლევან დიასამიძეს იცნობს. ის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულია. 

პატარაძის შესაძლო გადაყენების შესახებ  ინფორმაცია “პირველმა რადიომ“ გაავრცელა.

ზურაბ პატარაძე აღნიშნულ პოსტზე  2016 წლიდან მუშაობს. მან არჩილ ხაბაძე ჩაანაცვლლა. მანამდე კი ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა 12 ხმით 2016 წლის 15 ივლისს დაამტკიცეს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი