ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა. დაწესებულებას დღეს 6 ავტომობილი გადაეცა, რომელთა ღირებულება 518 ათას ლარს შეადგენს.
ახალი ტრანსპორტი ყველა საჭირო მოწყობილობითაა აღჭურვილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბალანსზე რიცხულ ძველ ავტომობილები ახლით ჩანაცვლდება.
ავტოპარკი შარშანაც განახლდა. მაშინ ცენტრის წარმომადგენლებმა, 4 ერთეული Volkswagen-ის მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილი შეიძინეს.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 13 ბრიგადა ჰყავს. ზამთრის სეზონზე კი დამატებით კიდევ 2 ბრიგადა მუშაობს.