საკონსტიტუციო სასამართლომ ტელეკომპანია ‘’რუსთავი 2’’- სა და შპს ‘’საქართველოს’’ სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება პლენუმმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ოთხს მოსამართლეს თამარ საბუტაშვილს, ირინა იმერლიშვილს, მაია კოპალეიშვილსა და გიორგი კვერენჩხილაძეს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ.
საქმე ეხება ‘’რუსთავი 2’’ -ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი შპს ‘’საქართველოს’’ სარჩელს.
მოსარჩელე მხარე სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ფასის არაპროპორციულობის გამო, ხელშეკრულების ბათილობის შესაძლებლობას ქმნის.
საკონსტიტუციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო და სადაო ქონების საკუთრებაში გადაცემის დაუყონებლივ აღსრულება შეაჩერა.
საქმის განხილვა 2 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. მუხლის ბათილობის ცნობა არხს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე სჭირდებოდა. მანამდე კისტარასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა.