ბათუმის ყოფილ მერსა და ცნობილ ფოტოგრაფს გამოფენა მიუძღვნეს.
“ერმაკოვიდან ერმაკოვამდე” _ გამოფენა დედაქალაქში გაიმართა. ღონისძიება საზოგადოება „ბათომისა“ და „ტბილისის ჰამქარის” ორგანიზებით ჩატარდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა ორ სხვადასხვა პერიოდს მოიცავს, კონკრეტულად კი, მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი დიმიტრი ერმაკოვი ჩამოვიდა. მან ქალაქში ათეულობით უნიკალური ფოტო გადაიღო.
მეორე პერიოდი კი ბათუმის უკვე ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის მმართველობის პერიოდს ასახავს. ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნულ წლებში ქალაქში არაერთი ისტორიული შენობა დაინგრა. მიზანი დამთვალიერებლისთვის სახეცვლილი ქალაქის ჩვენება იყო.
გამოფენა რამდენიმე თვის წინ ბათუმში, ევროპის მოედანზეც გაიმართა.