უნდა ქონდეს თუ არა კომერციული რეკლამის გაშვების უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს?

22 დეკემბერი 2017, 00:00 2781 ნახვა

მაუწყებლის შესახებ კანონზე კვლავ  აზრთა სხვადასხვაობაა მმართველ გუნდში. ამის მიუხედავად, ,,ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ კანონპროექტს დღეს დაამტკიცებენ. შენიშვნები აქვს ოპოზიციასაც. ერთ-ერთია ის, რომ არხს არ უნდა ჰქონდეს კომერციული რეკლამით სარგებლობის უფლება.

კანონპროექტის ინიციატორები კი ფიქრობენ, რომ ცვლილებების მიზანია დაიხვეწოს  საკანონმდებლო  ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეფორმების გატარებას.

პროცედურულად ასეა გაწერილი, მას შემდეგ რაც კანონპროექტს პარლამენტი მიიღებს, დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება. ოპოზიცია ელოდება, რომ გიორგი მარგველაშვილი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. თეონა ხარაბაძე განაგრძობს თემას პარლამენტიდან. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი