მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტის წინაშე

21 დეკემბერი 2017, 00:00 2551 ნახვა

ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს მთელი დღეა რიგგარეშე სესია საქართველოს პარლამენტში, სიტყვით გამოსვლის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

საუბარი შეეხო ყველა სფეროს და მიმართულებას, მათ შორის უსაფრთხოებას, განათლებას, მასწავლებელთა ანაზღაურებას, ეკონომიკას, პენსიებს, გარემოს, ტყის უკანონო ჭრას, საერთაშორისო ურთიერთობებს,  ჟენევის მოლაპარაკებებს.

ჯერ-ჯერობით არ გამართულა კენჭისყრა, მინიმუმ 76-მა დეპუტატმა უნდა გამოუცხადოს ნდობა მთავრობას, იმისთვის, რომ შემადგენლობა ლეგიტიმურად ჩაითვალოს. ამის საჭიროება კი დღის წესრიგში მას მერე დადგა, რაც მთავრობის სტრუქტურა შეიცვალა და რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი