ენმ: ''მთავრობა 5 ავტომობილის შესაძენად 226 400 ლარს დახარჯავს''

20 დეკემბერი 2017, 00:00 2983 ნახვა

‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ რეგიონის ხელისუფლებას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. პარტიის ოფისში ბრიფინგი რეზო ხარაზმა გამართა. მისი თქმით, მთავრობა სამი ავტომობილის შესაძენად 80 ათას 500 ლარს დახარჯავს. აჭარის განათლების სამინისტრო კი სედანის ტიპის ორ ავტომობილს 97 ათას 200 ლარად შეიძენს.

შესყიდვები აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერით განხორციელდება.

განათლების სამინსიტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება ხვალ სრულდება. რაც შეეხება მთავრობას, მონაწილეობის მსურველ კომპანიებს განაცხადების  წარდგენა 24 დეკემბრიდან შეეძლებათ.

რეზო ხარაზი ამბობს, რომ ერთ-ერთი ავტომობილი ავთანდილ ბერიძისთვის არის განკუთვნილი, რომელიც მთავრობაში უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსია.

ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, 2018 წლის ბიუჯეტში ავტოპარკის განახლებისათვის დამატებით 160 ათასი 000 ლარია გამოყოფილი.

აჭარის მთავრობაში განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი