პარლამენტში “ქართული ოცნება” 8 ფრაქციად დაიყოფა. ერთ-ერთის ხელმძღვანელი კი სავარაუდოდ გოჩა ენუქიძე იქნება.
როგორც უმრავლესობაში ამბობენ, კონსულტაციები ამ საკითხებთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში დაიწყება - უკავშირდება თუ არა ცვლილება მმართველ პარტიაში სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებულ უთანხმოებას არჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს. ფრაქციის თავმჯდომარემაც გააკეთა ამ საკითხზე კომენტარი. მამუკა მდინარაძის თქმით მიზეზი უკეთესი მენეჯმენტია.