სამი წლის წინ რეაბილიტირებული დარბაზი დაზიანებულია - მინისტრის შეფასება

14 დეკემბერი 2017, 00:00 2478 ნახვა

ცეცხლაურის პირველ საჯარო სკოლის სპორტდარბაზს რეაბილიტაცია 2014 წელს ჩაუტარდა. დირექტორის ინფორმაციით, სამუშაოებისთვის 38 ათას 527 ლარი დაიხარჯა.

სასწავლო დაწესებულების სპორტდარბაზი ამ დრომდე სკამებით ორ ნაწილად არის გაყოფილი. კედლებიდან ბათქაში ცვივა, ხის იატაკი კი რამდენიმე ადგილას ჩანგრეულია.

პედაგოგები უსაფრთხოების ნორმებს შემდეგნაირად იცავენ, ისინი დაზიანებულ სივრცეში ბავშვებს ვარჯიშის უფლებას არ აძლევენ.

ცეცხლაურის სკოლა

აჭარის განათლების მინისტრი ამბობს, რომ არსებული პრობლემის გამოსასწორებლად სკოლის ხელმძღვანელობას მშენებელი კომპანიისთვის უნდა მიემართა, რადგან ხარვეზების აღმოფხვრა სწორედ მის ვალდებულებას წარმოადგენდა. 

ინგა შამილიშვილის განმარტებით, სასწავლო დაწესებულებას რეაბილიტაცია 2005 წელს ჩაუტარდა, 2015 წელს კი  სპორტულ დარბაზში მხოლოდ ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი